ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ბრენდების (ჯი-ენერჯი, ვიანორი) წარმომადგენლობების ფარგლებში შპს  „ვისოლ ავტო ექსპრესმა“  ავტოსერვისის სფეროში უკვე 13 წლიანი გამოცდილება დააგროვა. ბოლო დეკადის განმავლობაში ბაზარზე არსებული გამოწვევების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა კომპანიის განვითარების გეგმა და ტემპი. ამიტომაც, 2023 წელს შევქმენით ახალი ქართული ბრენდი „ვინტო“.

ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საცალო მიმართულების ლიდერის – „ვისოლ ჯგუფის“ ფინანსური და პროფესიონალური სიძლიერე გახდა „ვინტო“-ს მყარი საძირკველი.
ბრენდის ღირებულებებითა და თანამედროვე ხედვით კი მასზე ავტომომსახურების სრულიად ახალი გამოცდილების შენება დავიწყეთ.

ვინტოს ქსელი 2023 წელს თბილისში, ხოლო მომდევნო წლებში ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს თითოეულ ობიექტზე კი დაგხვდებათ:

  • ავტოპროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი, ნებისმიერ საფასო კატეგორიაში

  • პროფესიონალი და თავაზიანი პერსონალი, რომელიც მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას

  • სწრაფი მომსახურება და კომფორტული გარემო (კეთილმოწყობილი მოსაცდელი სივრცე, უფასო Wi-Fi, ყავის აპარატი და ა.შ.)

  • გარანტია პროდუქტებსა და მომსახურებებზე

  • ხელსაყრელი შეთავაზებები,(მათ შორის განახლებული ლოიალობის ბარათი მთელი ვისოლ ჯგუფის მასშტაბით) აქციები და მრავალი სხვა სიურპრიზი

ვინტოს სერვისცენტრების მოსახერხებელი მდებარეობა და მოქნილი სამუშაო განრიგი გაგიადვილებთ მოულოდნელი დისკომფორტის მოგვარებას ნებისმიერ დროს.

არც ჩვენთან დაკავშირება გაგიჭირდებათ, რადგან ცხელი ხაზი და სოციალური მედიის არხები მუდამ მზად არიან, უპასუხონ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

ერთგული მომხმარებლებისთვის უკვე არაერთი ლოიალობის პროგრამა დავნერგეთ. ფასდაკლების ბარათების (ვისოლ ქარდი, ჰიბრიდ ქარდი და ტაქსიქარდი) მიზანია თქვენთვის სწორედ ის სარგებელი შექმნას, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ვინტოში ყურადღებით ვუსმენთ თქვენს სურვილებს, რათა შემოგთავაზოთ ხარისხითა და ფასით სპეციალურად თქვენზე მორგებული საუკეთესო პროდუქტი.

არ აქვს მნიშვნელობა რა ავტომობილი გყავთ, გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის რა ბიუჯეტი გაქვთ ან ფიზიკურად სად იმყოფებით, რადგან ვინტო არის – ყოველთვის თქვენთან ახლოს!