ჩვენ შესახებ
შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“ 15 წელია (2010 წლიდან) ავტომომსახურების ლიდერებს შორისაა 25+ საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლობით საქართველოს ბაზარზე.
საერთაშორისო ბრენდების (ჯი-ენერჯი, ვიანორი) წარმომადგენლობების ფარგლებში კომპანიამ ავტომომსახურების სფეროში 13 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ბაზარზე არსებული გამოწვევების ცვლილებასთან ერთად, შეცვალა კომპანიის განვითარების გეგმა და ტემპი. ამიტომაც, 2023 წლიდან შეიქმნა ახალი ქართული ბრენდი „ვინტო“.
ახალი სამარკო ნიშნით საქართველოს ბაზარზე, ახალი ღირებულებებით და თანამედროვე ხედვით, სრულიად ახალი გამოცდილების შენება დავიწყოთ. ვინტოს მყარი საძირკველი კი, ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საცალო მიმართულების ლიდერის – „ვისოლ ჯგუფის“ ფინანსური და პროფესიონალური სიძლიერე გახდა.
„ვინტოს” საავტომობილო მომსახურების ქსელი წლიდან წლამდე ვითარდება და დღეის მდგომარეობით 10 ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და ახლა უკვე თელავშიც.
ჩვენს თითოეულ სერვისცენტრში დაგხვდებათ:
ვინტოს სერვისცენტრების მოსახერხებელი მდებარეობა და მოქნილი სამუშაო განრიგი გაგიადვილებთ მოულოდნელი დისკომფორტის მოგვარებას ნებისმიერ დროს.
არც ჩვენთან დაკავშირება გაგიჭირდებათ, რადგან ცხელი ხაზი და სოციალური მედიის არხები მუდამ მზად არიან, უპასუხონ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
ვინტოში ყურადღებით ვუსმენთ თქვენს სურვილებს, რათა შემოგთავაზოთ ხარისხითა და ფასით სპეციალურად თქვენზე მორგებული საუკეთესო პროდუქტი.
არ აქვს მნიშვნელობა რა ავტომობილი გყავთ, გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის რა ბიუჯეტი გაქვთ ან ფიზიკურად სად იმყოფებით, რადგან ვინტო არის – ყოველთვის თქვენთან ახლოს!