„ვინტო“ ჩართულია ვისოლის ლოიალობის პროგრამაში. WISSOL APP-ში, გაერთიანებულია ჯგუფის სამი კომპანიის: „ვინტო“, „ვისოლი“, „სმარტის“ მრავლისმომცველი შეთავაზებები და ფასდაკლებები.

„ვისოლ ქარდი“ ციფრული ფასდაკლების ბარათია, რომელიც ყველა მომხმარებელს აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლისთანავე უაქტიურდება და ავტომფლობელისთვის ყველაზე სასურველ შეთავაზებებს აერთიანებს. ამ ბარათით მიიღებთ მზარდ (10/12/15 %-იან) ფასდაკლებს ვინტოს ავტომომსახურებაზე. ასევე, შეძლებთ დაზოგოთ 15-25 თეთრამდე საწვავზე. პარალელურად დააგროვებთ ქულებსაც და შეძლებთ მათ გადაცვლას ვისოლის, სმარტის და ვინტოს ობიექტებზე

ჩვენ ვაფასებთ ერთგულ მომხმარებლებს და ვცდილობთ მათი ყოველი გადახდა მომგებიანი გავხადოთ. ლოიალობის პროგრამაში ჩართვა საშუალებას გაძლევთ, ყოველ გადახდაზე სპეციალური შეღავათები მიიღოთ.

ფასდაკლების ოდენობა (10/12/15%) დამოკიდებულია თქვენს ბარათსა და შესაბამის სტატუსზე, რომელიც შეიძლება იყოს: Silver, Gold ან Platinum. რეგისტრაციის დროს ავტომატურად მიიღებთ Silver ბარათს, ხოლო სტატუსის ცვლილება დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ შესრულებულ ტრანზაქციებზე. რაც მეტ ტრანზაქციას ასრულებთ, სტატუსი უფრო მაღალია და ფასდაკლებაც შესაბამისად მატულობს.

ვინტო – ავტოსერვისი შენთან ახლოს