“ვინტოს“ პორტფელში არსებულ საერთაშორისო ბრენდებს მორიგი წამყვანი და პრემიალური კლასის ბრენდები დაემატა – მინის საწმენდების, აქსესუარებისა და აკუმულატორების მიმართულებაში. ჩვენთან, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ – Michelin-ისა და G-Power Platinum-ის სერიის პროდუქციები.

Michelin მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი საბურავებისა და სხვა საავტომობილო პროდუქციის მწარმოებელი ფრანგული ბრენდია, რომელიც ცნობილია ინოვაციებითა და პრემიალური ხარისხით. იგი კარგადაა ნაცნობი ყველა კატეგორიის მძღოლისთვის და დიდი სანდოობით სარგებლობს საქართველოში. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვეცა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დიდი არჩევანი და დღეს ვინტოს შოურუმებში ფრანგული VALEO-ს ბრენდის ვაიპერებს, გვერდს Michelin-ის ვაიპერები და საავტომობილო ქიმიაც დაუმშვენებს.

G-Power ქართულ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობი ბრენდია, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში უკვე 5 წელზე მეტია ვინტო გახლავთ. იგი გამორჩეულია ხელმისაწვდომი ფასითა და ხარისხით. დღეს კი აქტიური მუშაობის შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ კიდევ უფრო მაღალი ძალის მქონე, G-Power PLATINUM სერიას. იგი შექმნილია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, აკმაყოფლებს როგორც OEM ასევე საქართველოს ბაზრის მოთხოვნას სრულად. ვინტოში, G-Power Platinum-ის აკუმულატორებზე 18 თვიანი გარანტია იმოქმედებს.

ვინტო – ავტოსერვისი შენთან ახლოს!