
„ვინტო“ და „ვისოლ ჯგუფი“ ავტომომსახურების ბაზარზე მოღვაწეობის 15 წელს აღნიშნავენ. ავტომომსახურების სექტორში ჯგუფი ქართული ბრენდის – „ვინტოს“ სახელით ვითარდება და 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ერთგულ მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში არსებულ ათივე სერვის ცენტრში „ვისოლის“ აპლიკაციით წლის ბოლომდე, საავტომობილო პროდუქტებზე 25% ფასდაკლებას და გასამმაგებულ ქულებს სთავაზობს.
„ვინტო“ დღეს ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და სანდო ავტოსერვისია საქართველოში. საერთაშორისო გამოცდილებამ და პროფესიონალთა გუნდმა მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა მომსახურების ისეთი სტანდარტი, რომელსაც დღეს უკვე 100,000-მდე მომხმარებელი ენდობა.
- 400,000-მდე გაწეული მომსახურება
- 30 მილიონ ლიტრამდე რეალიზებული საცხებ-საპოხი მასალა
- 1 მლნ-მდე რეალიზებული საბურავი
- 500,000-მდე რეალიზებული აკუმულატორი
ეს და გაყიდვების სხვა მაჩვენებლები, ადასტურებს, რომ „ვინტო“ სანდო და ძლიერი ავტოსერვისია და სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ, რომ გავზარდოთ ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი.
„ვინტოს“ სერვისცენტრები ძირითადად „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ვითარდება, შესაბამისად, მომხმარებელთა „კეთილი მგზავრობისთვის“ ავტომობილის სწრაფ გამართვაზე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ზრუნავს
„საიუბილეო კამპანიას „ვინტო“ ახალი სათქმელით – „ასე მალე?!“ –თი შლის, რომლის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის ცნობადობის მეტად ამაღლებაა და ჩვენი ძირითადი უპირატესობის – სერვისის სისწრაფის ხაზგასმაა, ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად. ჩვენი მიზანია „ვინტო“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ სისწრაფესთან, არამედ კომფორტთან, ხელმისაწვდომ ფასებთან და მუდმივ განვითარებასთან.“
პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 25 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 15 წლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.