დამტკიცებულია: 01.03.2024
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“ (შემდგომში კომპანია/ჩვენ) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია:
- თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას როგორ განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ;
- განვიხილავთ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას.
- დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
- როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაპირება:
ჩვენ გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ვინ ვართ ჩვენ:
შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 404878806
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი, №74ბ
ელ.ფოსტა: office@winto.ge
როგორ გიცავთ კანონი და მომხმარებლის უფლებები:
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
- მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
- კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- გაიხმოთ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობები;
- კანონმდებლობით დადგენილი ვადაში მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა ან ასლის მიღება;
- უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე).
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების” (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები” მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
ჩვენს პლატფორმებზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
- “IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
- ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
- ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.
როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში:
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენი მიზანი:
- თქვენთან ურთიერთობისთვის;
- თქვენზე მორგებული კომპანიისა თუ კომპანიის პარტნიორი კომპანიების ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად, შემოსათავაზებლად და განსახორციელებლად;
- ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი კომპანიების გათამაშებებში ან სხვა სახის ბენეფიტურ აქტივობებში ჩართვისათვის.
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად;
- იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
- ჩვენს პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად ან/და პროდუქტების/მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;
- ჩვენი პლატფორმების, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის;
- ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
- მომხმარებლისთვის შეთავაზებული ან მომხმარებლის მიერ ჩვენს პლატფორმებზე მოპოვებული ბენეფიტების მიღების უზრუნველსაყოფად;
- ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;
- თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე პარტნიორ(ებ)ის ინფორმირებისთვის.
მონაცემთა დამუშავების ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები:
- მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება;
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე;
- ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
- ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქრებისა და მომსახურების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება.
მონაცემთა დამუშავების ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
- თქვენი თანხმობა;
- ჩვენი კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესები.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული ინტერნეტ-არხიდან:
- როდესაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდ/ებ/ს/პლატფორმას, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (მაგ.: სოციალურ ქსელებში ონლაინ ჩათს);
- როდესაც გვიგზავნით წერილებს/დოკუმენტებს/შეტყობინებებს ფოსტით, ელ. ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით;
- როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად პლატფორმაზე/ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით;
- როდესაც სარგებლობთ კომპანიის/კომპანიის პლატფორმების/აპლიკაციის ან კომპანიასთან დაკავშირებული მომსახურებით;
- როდესაც მოგვმართავთ დასაქმების მიზნით;
- როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას;
- თქვენს მონაცემებს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით ან კანონისმიერი საფუძვლით ასევე ვაგროვებთ პარტნიორი კომპანიებისგან შემდეგ შემთხვევაში:
- მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;
- თქვენი პირადი ანგარიშით/პროფილით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
- მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;
- მათსა და თქვენს შორის კომპანიის მომსახურებასთან/სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის შესახებ.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად:
- იმ შემთხვევაში თუ კომპანია გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
- ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
თუ კომპანიის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პერსონალური მონაცემების დასაცავად.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავება
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვისაც – მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების თქვენთვის გასაცნობად და აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ ტქვენი ტანხმობის შემდეგ.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე კანონით განსაზღვრულ ვადაში შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და ამასთან, გაცნობებთ აღნიშნულის თაობაზე.
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა
- თანხმობის გათხოვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
- თანხმობის გახმობისთვის დაგვიკავშირდით ნებისმიერი ეფექტური საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
- გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი (ან რელევანტური), როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.
- თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება
კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმა/ებ/ზე /აპლიკაციაში. ამასთან, კონფიდენციალობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან თქვენი პროფილის გვერდზე შეტყობინებების სივრცეში ამ ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით.